1772347613
საზოგადოება
„პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზუგდიდის სახანძრო - სამაშველო განყოფილებას და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ეწვივნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია - „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზუგდიდის სახანძრო - სამაშველო განყოფილებას და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ეწვივნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცნენ დანაყოფების საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ და სიმულაციურ აქტივობებში.