1780066275
საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის მოადგილემ რამაზ შავაძემ, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა რამაზ შანიძემ და ვახტანგ სამადალაშვილმა ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე პროკურორებმა ისაუბრეს ოჯახურ ძალადობაზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ და პროკურორის როლზე მართლმსაჯულების პროცესში.
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აქტიურად ატარებენ.