1729171961
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ცენტრში დიდი და პატარა აუზები, ფიტნესდარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები იფუნქციონირებს. შენობაში განთავსებულია მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი.
სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ცენტრი ყოველთვიურად 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.
პროექტის ჯამური ღირებულება 17 186 593 ლარს შეადგენს.