1755348122
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებს.
განიხილეს თბილისში 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობა. ხორხე გარბახოსამ პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა.