Loading data...
პორტუგალიის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს ნაკრების გამარჯვება მიულოცა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ულოცავს.

შეგახსენებთ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან მერვედფინალის საგზური მოიპოვა. დღეს „ჯვაროსნები“ ესპანეთის ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში დაუპირისპირდებიან. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.