Loading data...
პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „SevenFifty daily” ქართული ღვინოების შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ალკოჰოლური სასმელების ბიზნესსა და კულტურაზე სპეციალიზებულ ამერიკულ ონლაინ ჟურნალში „SevenFifty daily“ სტატია სათაურით „ქართული ღვინო ქარვისფერი იდენტობის მიღმა“ გამოქვეყნდა.

პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communication“ მხარდაჭერით მომზადდა.

სტატია მიმოიხილავს ქართული ღვინის სხვადასხვა კომპანიის პროდუქციას და საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონის ღვინოებს, რაც ხელს უწყობს მათი საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდას.

„SevenFifty daily“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისა და ღვინის მოყვარულებისთვის. გამოცემა სიღრმისეულად აშუქებს ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ტენდენციებს, გამოწვევებს, ეკონომიკურ ფაქტორებსა და ინოვაციებს, რომელსაც ინდუსტრიის 20 ათასამდე სპეციალისტი ეცნობა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო წლებია თანამშრომლობს საერთაშორისო მედია-პარტნიორებთან, მათ შორის CNN, CBS, Netflix, „The New York Times“, „Wine Enthusiast“ და სხვა.