1774102008
საზოგადოება
პოლონეთში საქართველოს საელჩოს პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი ეწვია და კაროლ ნავროცკის სახელით, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი ვოიჩეხ კოლარსკი ეწვია.
ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ვოიჩეხ კოლარსკის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, რომ პირადად ესტუმრა საქართველოს საელჩოს და ამგვარად გამოხატა პატივისცემა და თანადგომა ქართველი ხალხის მიმართ, ამ მძიმე წუთებში.
ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.