Loading data...
პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად ქართველ ერს

პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი, ეპისკოპოსი მარეკ მარჩაკი პოლონეთში საქართველოს საელჩოს სამძიმრის ვიზიტით ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, ეპისკოპოსმა მარჩაკმა სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ელჩს პოლონეთში, დიანა ჟღენტს.

სამძიმრის წიგნში მან ჩაწერა: „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად ქართველ ერს“.

პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა: „ის უზარმაზარი სულიერი და მორალური ავტორიტეტი, რომელიც განსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ჰქონდა როგორც უშუალოდ საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი დანაკლისია მისი მამის სახლში გადასახლება ყველასთვის, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, ეხილა მისი რწმენა, ავთენტური ღვთისმოსაობა და სიბრძნე“.