Loading data...
პოლიციამ დააკავა მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის ოთხი რადიკალი მონაწილე - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, რომლებმაც შუქრუთის მაღაროს დირექტორს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს

მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, რომლებმაც შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგო კობერიძეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, სამართალდამცველებმა დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური პროტესტის მონაწილე ოთხივე პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ, 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გუშინ, 28 აპრილს, მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები, წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.