Loading data...
პიტ ჰეგსეთი: ირანში ოპერაცია არ არის მარადიული ომი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანში ომი არ ჰგავს ერაყსა და ავღანეთში ომებს, რომლებშიც „სულელმა პოლიტიკოსებმა“, როგორებიც ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი არიან, ამერიკის სანდოობა შელახეს.

„ირანში ოპერაცია არ არის მარადიული ომი ან ჭაობი. ეს ის ომები არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა უკეთ იცის. „ეპიკური მრისხანება“ განსხვავებულია. ის მიზანზე ფოკუსირებული და გადამწყვეტია“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

მისი თქმით, ომის მიზანია, ირანის რაკეტების განადგურება და იმის უზრუნველყოფა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი.