Loading data...
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა.

„პირადი მიზეზებით მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებაში.

გულწრფელ მადლობას ვუხდი მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მომეცა ამ მეტად საპასუხისმგებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. გუნდსა და სამინისტროს ვუსურვებ წარმატებას რეფორმის გაგრძელებაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანამ მიაღწიოს მთავარ მიზანს - ნარკოდამოკიდებულ პირებს მიეწოდოს ხარისხიანი, რეალურ შედეგზე ორიენტირებული სერვისები“, - ლევან ჩაკვეტაძე.