1795438887
საზოგადოება
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება 3 წლის თაია.
კვლავ კრიტიკულია 31 წლის კაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.
თბილისის მერიამ 143 ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილა. 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს.