Loading data...
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანსამბლ „სათანაოს“ კონცერტი, სახელწოდებით „სიმღერით გაცოცხლებული ისტორია“ გაიმართა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მომღერალ-მგალობელთა ანსამბლ „სათანაოს“ კონცერტი, სახელწოდებით „სიმღერით გაცოცხლებული ისტორია“ გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

კონცერტზე წარმოდგენილი მუსიკალური ნიმუშებით გაცოცხლებული იყო საქართველოს ისტორია ილია ჭავჭავაძის ეპოქიდან დღემდე.

საღამოზე შესრულდა ქართული ტრადიციული საგალობლები, ქართული ხალხური სიმღერები, ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები და საავტორო ნაწარმოებები.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილესთან გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.