1756357617
საზოგადოება
პეტრას ციხეზე ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართა

პეტრას ციხეზე ანსამბლ „ბათუმისა“ და „ქართული ხმების“ მონაწილეობით ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის — „მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა.
გალა კონცერტზე ყველა თაობისთვის კარგად ნაცნობი პოლიფონიური და პოპულარული ქართული სიმღერები შესრულდა.