1774884956
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილმა 29 მარტს თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაუღეს რენდგენიც, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს თავი შეუძლოდ იგრძნო და პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
სოციალურ ქსელში დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავისა და კიდურების დაზიანება.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილს გადაუღეს რენტგენიც და არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.