1773937447
საზოგადოება
პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც პატრიარქის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ. ასე აპირებენ ისინი პატივი მიაგონ უწმინდესს.
ცნობისთვის, 18 წლის წინ, 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა პირველი საყოველთაო ნათლობა და ამ დროისთვის, საქართველოში 50 ათასზე მეტი ადამიანი ატარებს პატრიარქის ნათლულის სტატუსს. ეს უწმინდესის მრავალ ეროვნულ და საქვეყნო საქმეთაგან ერთ-ერთის შედეგია. ტრადიციამ უამრავი ოჯახი გააერთიანა და შექმნა.