1789312502
საზოგადოება
პატრიარქი შიო III სიონის ტაძარში 14 სექტემბერს პარაკლისს აღავლენს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 14 სექტემბერს სიონის ტაძარში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ამა წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.