1773845595
საზოგადოება
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
მსვლელობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
უწმინდესი და უნეტარესი 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.