Loading data...
პაპუაშვილი: 300 000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი

300 000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი ნაციზმის დამარცხებაში. 

„დღეს მე-80 წლისთავია ფაშიზმზე გამარჯვების, იმ დიდი გამარჯვების, რომელშიც ჩვენს ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300 000 ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, 300 000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან. რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.