Loading data...
პაატა სალია: დასრულებულ გამოძიებაზე ხელახალ გამოძიებას ნუ ჩავატარებთ, პროკურატურამ დაასრულა გამოძიება და დანაშაული არ გამოიკვეთა

„დასრულებულ გამოძიებაზე ხელახალ გამოძიებას ნუ ჩავატარებთ. პროკურატურამ დაასრულა გამოძიება და მიიჩნია, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან რაიმე ფორმით დანაშაულის ჩადენას და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. თუ ვინმე ამ გამოძიებას არ ენდობა, არსებობს ამის საერთაშორისო დონეზე გასაჩივრების შესაძლებლობა,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსჯავრდებულ დავითაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში კონკრეტული დანაშაულის გამოძიების კომპეტენცია მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ:

„სამართლებრივ სახელმწიფოში გადაწყვეტილებებს, კონკრეტული დანაშაული იქნა თუ არა ჩადენილი პირის მიერ, იღებენ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები“, - განაცხადა პაატა სალიამ.