Loading data...
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვა კლდოვანი მასის ჩამოსვლის შემდგომ, მიმდინარე სამუშაოების გამო დაწესდა.