1777824393
საზოგადოება
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეზღუდვა 4 მაისის 10:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს. ინფრასტრუქტურულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.
ბუდაპეშტის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილები გადაადგილებას გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და პეკინის გამზირის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ბუდაპეშტის ქუჩაზე
მოხვედრას სიმონ კანდელაკის ქუჩის გამოყენებით მოახერხებენ.
ზურაბ ჟვანიას ქუჩიდან მირზა გელოვანის, ტაშკენტისა და ცხინვალის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ კანდელაკის, ან ლვოვის ქუჩების გავლით.