1782990258
საზოგადოება
„ნუ ისვამთ წურბელებს კანზე“ - ინფექციონისტი აცხადებს, რომ ერთ კვირაში წურბელებით გამოწვეული კანის ინფექციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ ერთ კვირაში წურბელებით გამოწვეული კანის ინფექციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე, რაღა დროს წურბელებია ან საერთოდ რატომ არის დაშვებული მათი გაყიდვა, გაუგებარია. ერთ კვირაში კანის ინფექციის მქონე ორი პაციენტი შემოვიდა, რომელსაც წურბელების მიერ დაზიანებულ კანში შეეჭრა ინფექცია. ადამიანს, მით უმეტეს ახალგაზრდას, „წნევის დასაწევად” და „სისხლის გასაწმენდად” რატომ უნდა მოუვიდეს თავში წურბელის დასმა, ვერ ვიგებ“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.