Loading data...
„ნებისმიერმა კურორტმა უნდა იმუშაოს მოგებაზე და არა ბიუჯეტიდან დოტაციაზე, აქედან გამომდინარე, ეს გაძვირება მოსალოდნელი იყო“ - სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე

„რამდენადაც ფასი დაბალი იქნება, ვთქვათ, იმდენად ეს ბიუჯეტის დასაფინანსებელი იქნება“, - აცხადებს სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე.

როგორც ბოლქვაძე ამბობს, კურორტმა მოგებაზე უნდა იმუშაოს და სახელმწიფო ბიუჯეტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„ზოგადად, რაღაცა პერიოდის შემდეგ ნებისმიერმა კურორტმა უნდა იმუშაოს მოგებაზე და არა ბიუჯეტიდან დოტაციაზე. აქედან გამომდინარე, ეს გაძვირება მოსალოდნელი იყო“, - აცხადებს ბადრი ბოლქვაძე.