Loading data...
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და: იმ ხელისუფლების მეთაურს [მიხეილ სააკაშვილს], რომელსაც საკუთარი დედა აწვდის საჭმელს, რატომ მე არ მომცეს იმის უფლება, რომ მეც მიმეტანა ჩემი ძმისთვის საკვები და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო?!

ღუდუშაური კლინიკაში ჰყავდათ 2-3 კვირა, ძალიან მძიმედ იყო. ხომ შემეძლო, რომ როგორც პატრონს იქ მაინც მიმეტანა საჭმელი, რაც შეიძლებოდა დიალიზზე მყოფი ავადმყოფისთვის ყოფილიყო, სადაც იწვა იმ პალატაში კორიდორში რომ გამევლო იმის შიშიც კი მქონდა, ბადრაგებით იყო სავსე. თუ ვინმე იცნობდა არ უნდა გამევლო იქ. გავლაც კი არ შემეძლო, რომ თუ კარები იქნებოდა ღია შორიდან დამენახა ჩემი ძმა, რომელ საჭმელზეა საუბარი, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის დამ, გიული ავალიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მეთაურს, მიხეილ სააკაშვილს, დედა აწვდის საჭმელს , რატომ მას არ მისცა სისხლიანმა რეჟიმმა იმის უფლება, რომ საკუთარი ძმისთვის საკვები მიეწოდებინა და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო.

„მინდა აღვნიშნო იმ ხელისუფლების მეთაურს, რომელსაც საკუთარი დედა აწვდის საჭმელს, როგორ მე არ შემეძლო, რატომ მე არ მომცეს იმის უფლება, რომ მეც მიმეტანა ჩემი ძმისთვის და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო?!

არანაირად არ გვაძლევდნენ საკვების შეტანის უფლებას, მერეც კვირაში სამი დღე დაჰყავდათ ღუდუშაურში და მერე გაგუას კლინიკაში დიალიზზე იქაც არ შეგვეძლო, ახლოს მიკარების უფლება არ გვქონდა. ეზოში ვიდექით და უნდა დაგვენახა მანქანიდან რომ ჩამოიყვანდნენ, სიარული რომ არ შეეძლო ერთი სართულით ქვემოთ ლიფტით ჩაჰყავდათ. ვხედავდი, რომ ჩემი ძმა ხელიდან მეცლებოდა, მაგრამ შველა არ შემეძლო, ქალბატონო თეა და რატომ არ შემეძლო? ხომ იყო ქვეყანა, ხომ უნდა ყოფილიყო სამართალი?“, - განაცხადა გიული ავალიშვილმა.