Loading data...
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული გიორგი ჩითარიშვილი: პატიმრობის პროცესში ჰაერს გვიხუთავდნენ, იყო გაუსაძლისი სიცხე, ტკივილებისგან ვერ ვწვებოდი, ლეიბი მე პირადად არ მომცეს მთელი პატიმრობის განმავლობაში და 29-ე დღეს შემოგვთავაზეს აბაზანა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულ გიორგი ჩითარიშვილს უსმენენ, რომელმაც მისი პატიმრობის პერიოდი გაიხსენა.

როგორც მან აღნიშნა, საკანში იყო უჰაერობა და გაუსაძლისი სიცხე, ცემის გამო, ტკივილებისგან ვერ წვებოდა, სანამ გამაყუჩებელს არ გაუკეთებდნენ, არ ჰქონდა არც ლეიბი და არც საწოლი, არ აძლევდნენ ბანაობის საშუალებას.

„ყველაზე მძიმე, პატიმრობის პროცესში, ორი პროცესი იყო. ერთი იყოს ის, რომ თუ რამეზე გაბრაზდებოდნენ და ძირითადად ალბათ გაბრაზებულები იყვნენ, ჰაერს გვიხუთავდნენ. რაღაც პატარა „ფორთოჩკა“ იყო და თან იყო გაუსაძლისი სიცხე, ძალიან ძლიერი სიცხე დაემთხვა მაგ პერიოდში და მეორე ფაქტორი რაც იყო რთული, დასაწყისში ჯერ ტკივილებისგან, სანამ ექიმი გამიყუჩებდა, სხვათა შორის ექიმი ცოტა გვიან შემოიყვანეს, ორი დღით გვიან, მაშინვე არ შემოუყვანიათ, სანამ გამაყუჩებელს გამიკეთებდნენ ვერ ვწვებოდი. ლეიბი მე პირადად არ მომცეს მთელი პატიმრობის განმავლობაში და 29-ე დღეს შემოგვთავაზეს აბაზანა. ანუ ამ გაუსაძლის პირობებში ვიყავით. 7-8 კვადრატში დაახლოებით 12 ადამიანი შემოიყვანეს. საწოლი არ იყო. ფიცარნაგზე 3 ადამიანი თუ დაეტეოდა და მონაცვლეობით გვეძინა“, - განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.