Loading data...
ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კერძოდ ნაძალადევის რაიონში ხანძარი იყო.

არსებული ცნობით, ცეცხლი ერთსართულიან სახლში გაჩნდა და საოჯახო ნივთებზე გავრცელდა.

როგორც Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.