Loading data...
მუხიანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

მუხიანის მეორე მიკრორაიონში ხანძარია. 

არსებული ცნობით, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები იმყოფებიან.

როგორც newshub.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.