Loading data...
მუხიანის IVბ მიკრორაიონის N23 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება

გლდანის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი შიდა ეზოს მოწესრიგება დაიწყო.

ამჯერად მუხიანის IVბ მიკრორაიონის N23 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 150 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება.

სამუშაოებისთვის 85 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვანიძესთან ერთად გაეცნო.