Loading data...
მუხიანის აგარაკებზე, ზუგდიდის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურას აქტიურად აწესრიგებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ამჯერად მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწყობა ხორციელდება.

საგზაო სამუშაოები ზუგდიდის ქუჩაზე მიმდინარეობს, რისთვისაც 58 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ჯამში, მიმდინარე წელს, აღნიშნულ დასახლებაში 5 000 000 ლარამდე დაიხარჯა და კაპიტალურად 8 ქუჩა მოწესრიგდა.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩის გასწვრივ 2 400 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა, რისთვისაც 3 600 000 ლარი დაიხარჯება.