Loading data...
მცხეთის მერია მცხეთობა-სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო პროგრამას ავრცელებს

სადღესასწაულო პროგრამა:

10:00-13:00 - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

10:00-18:00 - საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო, ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ბრენდირებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
მცხეთის დიადი ისტორიის ამსახველი შემეცნებით-გასართობი სივრცეები და ეროვნული თვალსაჩინოებების საგამოფენო კუთხე

10:00-18:00 - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ადმინისტრაციული ერთეულები) საშემოდგომო-საგამოფენო სივრცეები, სადეგუსტაციო კუთხეები

11:00-16:00 - მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების სპორტულ-სანახაობრივი აქტივობები, სახალხო შეჯიბრებები, სპორტულ-გასართობი თამაშები

12:00-18:00 - ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები, ეროვნული კულინარიული მასტერკლასები, ქართულ წეს-ჩვეულებათა იმიტირებული აქტივობები

12:00-18:00 - ბავშვთა გასართობი სივრცეები, სანახაობითი ატრაქციები, არქეოლოგიური ზონა, შოუპროგრამა, ქუჩისა და პანტომიმის თეატრის პერფორმანსი, ატრაქციონები და გასართობ-ინტელექტუალური თამაშები;

სადღესასწაულო კონცერტი:

12:00-15:30 - მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები

16:30-17:30 - მცხეთის ბენდი The light room

17:30-18:00 - მისალმება - მილოცვა - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები

გალა-კონცერტი:

18:00-19:30 - ჯგუფი - 1/4 და ლინდა ადამია

19:30-20:15 - ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“

20:30-21:30 - ეთნო-ბენდი „შერეკილები“

21:30-23:00 - დიჯეი L’ONE და TEO-CEO

წამყვანები: ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი.

ქალაქი მცხეთა, ცენტრალური მოედანი.