მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
წელს ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:
• მანონ ბულისკერიას - ნომინაციაში „ქალი პოეტი“, კრებულისთვის „ALLA PRIMA“;
• ნინო გუგეშაშვილს - ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“, კრებულისთვის „ჩაი ნანგრევებზე“;
• თეონა ჯიქიას - ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“, კრებულისთვის „UBER-ებელი'ს ზღაპრები“;
• ნათია დათუაშვილს - ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, მარტინა კლავადეჩერის კრებულის - „დაუმორჩილებლობის გამოგონება“ - თარგმანისთვის.
• ნატალია ჩიქოვანს - ნომინაციაში „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“, კრებულისთვის „90“.
გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.
დაჯილდოების ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.