Loading data...
მთავრობის წევრები და პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები უწმინდესისა და უნეტარესის ხსოვნას პატივს კიდევ ერთხელ მიაგებენ.

სამებაში, ასევე, იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.