1746716036
საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო - მილიონი ლარი გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო, მილიონი ლარი გადაეცემა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მატჩს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.