მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: ვიხსენებთ და ვიაზრებთ მის მამობრივ სიყვარულს ღვთისმოსავი ქართველი ერისა და საყვარელი ქვეყნის საქართველოს მიმართ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს I-ის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, ვიხსენებთ და ვიაზრებთ მის მამობრივ სიყვარულს ღვთისმოსავი ქართველი ერისა და საყვარელი ქვეყნის საქართველოს მიმართ, აგრეთვე ქართველი ერის მთელი გულით გამოხატულ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას პატრიარქის ღირსეული პიროვნებისადმი მთელი მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში, რომლის დროსაც განსაკუთრებით განმტკიცდა ურთიერთობები საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის, რომლის მიმართაც თავად უნეტარეს ილია II-ს ჰქონდა განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება.
გამოვხატავთ ჩვენს სამძიმარსა და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მთელი მორწმუნე სამწყსოს მიმართ.
შევთხოვთ უფალს მთელი გულით, რომ მისი სული დაამკვიდროს კეთილთა უფლისათა ქვეყანასა მას ცხოველთასა და მართალთა სავანეში, და რომ ეკლესიის უფალმა და მწყემსმთავარმა ქრისტემ ღირსეული მემკვიდრე გამოუჩინოს მას.
იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ხსოვნა საუკუნო და დაუვიწყარი“, - ნათქვამია კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს I-ის სამძიმრის წერილში.