Loading data...
მშობელი ზაქარია გვიშიანი პრემიერთან შეხვედრაზე: დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით. საუბარია ორ მედიკამენტზე

„დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს მშობელმა ზაქარია გვიშიანმა, პრემიერთან გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ.

ზაქარია გვიშიანის თქმით, საუბარია ორ მედიკამენტზე.

„ამ ღირსეულ და ძალიან დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია. ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტს, ჩვენს ყველა გულშემატკივარს. დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით. საუბარია ორ მედიკამენტზე. აქტიური მუშაობა იქნება ფარმაცევტულ კომპანიებთან. საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საუკეთესო პირობების შესაბამისად, რაც დაკავშირებული იქნება ბავშვებთან მიმართებით, დიაგნოზთან მიმართებით და ყველა ის გარემოება იქნება გათვალისწინებული, რაც ამ პროცესში აუცილებელია“, - აღნიშნა მან.