Loading data...
მომსახურების სააგენტო: შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. 

„მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ან ვებგვერდი - Sa.gov.ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება.

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს ავტორიზაცია აპლიკაციაში ან ვებგვერდზე და მიჰყვეს ინსტრუქციას“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.