1775035140
საზოგადოება
„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ
„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის, ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც შეუძლიათ, მიმართვის შემთხვევაში, წარუდგინონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებისგან“, - აცხადებენ სააგენტოში.