Loading data...
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: ისტორიული დღე გვაქვს, ეპოქალური მოვლენაა ეკლესიისა და საზოგადოების ცხოვრებაში, ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ეკლესიისა და საზოგადოების ცხოვრებაში, ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, - განაცხადა გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.

მისივე თქმით, არის სამი კანდიდატი და მოსალოდნელია, რომ სამიდან ერთ-ერთი გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი. ამას გადაწყვეტს სხდომა.

„ეს არის საკუთარი ნების თავისუფალი გამოხატულება, სადღეისოდ ვინც რომელ კანდიდატს მიიჩნევს მისაღებად ეკლესიის მეთაურად, იმას მისცემს ხმას. სამივე კანდიდატი არის ეკლესიისა და ქვეყნის ერთგული“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.

სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ქვეყნის ახალ პატრიარქს აირჩევენ. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მიტროპოლიტ იობსა და მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსისგან მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, არჩეულად ჩაითვლება. კრება 13:00 საათზე დაიწყება.