Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

26 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის განცხადებით, მისი დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. პაპის ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.