1745129124
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს, გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს

ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
„დღეს სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ!
ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს.
ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ. უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.