1771571673
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე - „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს იწყებს
„სოციალური მომსახურების სააგენტო“ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს იწყებს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სოციალური მომსახურების სააგენტო“ იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს.
ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.