Loading data...
მიხეილ სარჯველაძე: სიღარიბის დაძლევა არ არის უბრალოდ დანახარჯების გაზომვა, არამედ იმის მიღწევა, რომ ადამიანების დიდ მასას, რომელსაც ჰქონდა პრობლემა, ჰქონდეს მეტი უნარი

„ჩვენ კომპლექსურად ვუყურებთ ამ საკითხს - სიღარიბის დაძლევა არ არის უბრალოდ დანახარჯების გაზომვა, არამედ ეს არის იმის მიღწევა, რომ ადამიანების რაც შეიძლება დიდ მასას, რომელსაც ამ დრომდე ჰქონდა პრობლემა გამკლავებოდა სიღარიბეს, ჰქონდეს მეტი უნარი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „რუსთავის 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა.

„სხვათა შორის, არ მივიჩნევთ, რომ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უბრალოდ ფულის გადახდით პრობლემა აღმოიფხვრება - ამას სჭირდება, მათ შორის, უნარების განვითარება.

განათლების რეფორმაც ამასთან კავშირშია და, მაგალითად, დასაქმების პროგრამები, რომლებიც ჩვენი სამინისტროს ქვეშ საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს, - ხდება ერთგვარი ჯაჭვის აწყობა, მაგალითისთვის, პროფესიული განათლება ქმნის შესაძლებლობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.