Loading data...
მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის კონტროლზე: მკაცრი კონტროლი იქნება და სწორად ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის, საექიმო საქმიანობაზე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შეიძლება, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების ავად მოხმარება, არასწორი გამოყენება და ამ მიმართულებით კომერციული ინტერესების პრევალირება. აუცილებლად ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება და სწორედ ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის საექიმო საქმიანობაზე, რომელსაც შეხება აქვს რეცეპტების გამოწერიდან დაწყებული სააფთიაქო რგოლების საქმიანობით დამთავრებული“, - განაცხადა მინისტრმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.