მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ვითარება მარტივი არ არის, ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვება
„ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება“, - აღნიშნავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ, 17 მარტს დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.
ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად, პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა დაკვირვება გაგრძელდება“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური, თუმცა საყურადღებო რჩება. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც.