მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკაზე: პრემიერმა როდესაც პირველად გააკეთა განცხადება, აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ამ თემასთან დაკავშირებით, ეს არის ის, რასაც ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს

„კომერციული ინტერესის არსებობა ამ შემთხვევაში, როგორც გავლენის მქონე რაღაც მოვლენა, მაქსიმალურად უნდა დისტანცირდეს იმ სფეროდან, სადაც კომერციულმა ინტერესმა შეიძლება საზოგადოების წახალისება განაპირობოს“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას და მათი არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.
„როდესაც, პრემიერმა, პირველად გააკეთა ამ თემაზე განცხადება, აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. ეს არის ის, რასაც ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, მას შემდეგ რაც აღმოაჩენს, რომ არის საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხები, რომელსაც სჭირდება ერთმნიშვნელოვნად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. პირდაპირ, ყოველგვარი შეფარვის გარეშე ითქვა მთავარი საწყისი და პირველწყარო თუ რა იწვევს ამ პრობლემას, ნარკომანიას.
ამ პრობლემას მოწესრიგება სჭირდება და ეს გულისხმობს იმას, რომ კომერციული ინტერესის არსებობა ამ შემთხვევაში, როგორც გავლენის მქონე რაღაც მოვლენა, მაქსიმალურად უნდა დისტანცირდეს იმ სფეროდან, სადაც კომერციულმა ინტერესმა შეიძლება განაპირობოს წახალისება საზოგადოების, ცალკეული ადამიანების, ახალგაზრდობის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ხშირად და მეტად მოიხმარდნენ პროდუქტს, რომლის მეტად გაყიდვით ვიღაც შეიძლება ხელს ითბობდეს.
ერთ-ერთი მთავარი, რაც აქ უნდა აღინიშნოს, არის ინფორმაციის დეფიციტი; სამწუხაროდ საკმაოდ დიდია ინტერესი, რომ გარკვეული გარემოებები ბუნდოვანებით იყოს მოცული. მაგალითად კონკრეტული ბენეფიციარი რა
რაოდენობას მოიხმარს, როგორ მოიხმარს, რამდენად სწორად მოიხმარს, რამდენად ეფექტიანია მკურნალობა, სამწუხაროდ ამის თაობაზე ინფორმაციას კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები სახელმწიფოს არ აწვდიან.თუმცა ამაზე იყო ზუსტად კანონი, რომელიც მიღებულია - ერთ-ერთი მის მთავარი ფრაგმენტი სწორედ ეს გახლავთ და ეს ვითარება შეიცვლება ძალიან მალე.
ასევე, იმდენი ფაქტია ამასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ შეიძლება მოწმობდეს ავად მოხმარების ფაქტებზე, ერთ მნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას რომ ამ პრობლემას დიდი მასშტაბი აქვს. სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია და რომლის დანიშნულებაც არის რომ განიკურნოს ადამიანს, ის ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და რეალურად ის არამცთუ ქმედითია, არამედ პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ არ დაეხსნას ნარკოტიკს და პირიქით ეს გრძელდებოდეს, იმიტომ რომ რჩებოდეს
მომხმარებლად იმ კომერციული ინდუსტრიისა, რომლის მიზანიც არის რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკული საშუალება შემოდიოდეს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი იყიდებოდეს და რაც შეიძლება მეტად ძვირად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.