მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს
„დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, არსებობს მხოლოდ ისეთი მედიკამენტები, რომელთაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-3 წლამდე.
„მინდა, დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კონფერენციაზე ასეთი რამ თქვა: „უკანასკნელი 10 წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში,
მაგრამ დღეს პასუხზე მეტად იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა 10 წლის წინ“.
10 წლის წინ კითხვა არ არსებობდა და პასუხი სრულიად უიმედო იყო. საბედნიეროდ, გაჩნდა კითხვები. იმედი მაქვს, რომ ასეთი პასუხებიც მალე იქნება ნაპოვნი. ამის იმედი აქვთ, მათ შორის, განვითარებულ და ფინანსურად
ბევრად მძლავრ სახელმწიფოებსაც, რომლებიც ამ დრომდე ასევე თავს იკავებენ ამავე მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან. იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში იქნება შექმნილი ისეთი მედიკამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.