1769017404
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: 7 ათასი მედიკამენტია, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებულია
„7 ათასი მედიკამენტია, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებულია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, უწყება მუშაობს პროგრამის გაფართოებასა და მისი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
„სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობისთვის უკეთესი გაკეთდეს, ჩვენი ვალდებულებაა, ეს შესაძლებლობა ვნახოთ და ასევე, გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საუკეთესო ბალანსი მივიღოთ. ჩვენთვის
პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება, რომელიც მოითხოვს მედიკამენტს და მეორე მხრივ, დარჩეს შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს ოპერირება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.