Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოს პატრიარქმა შიო III-მ აღავლინა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში შეკრებილ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.