1755786210
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, მის მიერ შექმნილი კომპოზიციები მუდამ დარჩება ქართველი ხალხის გულში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებელ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. მამუკა ჩარკვიანმა თავისი ნიჭითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. მის მიერ შექმნილი კომპოზიციები მუდამ დარჩება ქართველი ხალხის გულში. სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მუსიკოსის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას“, - აცხადებს ყაველაშვილი.